მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„70 ან 80 000 ადამიანი“ - პენტაგონი ბოლო 6 თვის განმავლობაში რუსეთის დანაკარგებზე

რუსი სამხედროები

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ დაჭრილი და დაღუპული რუსი დამპყრობლების საერთო რაოდენობა 80 000 ჯარისკაცს აღწევს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში კოლინ კალიმ განაცხადა.

„ვფიქრობ, ვივარაუდოთ, რომ რუსებმა ბოლო 6 თვის განმავლობაში დაკარგეს 70 ან 80 ათასი ადამიანი. ეს არის ბრძოლაში დაღუპულთა და დაჭრილთა საერთო რაოდენობა“, - აღნიშნა კალიმ.

მისი თქმით, ასეთი მნიშვნელოვანი დანაკარგების ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწია. ამასთან, რუსი ჯარისკაცების მორალი გაცილებით დაბალ დონეზეა, ვიდრე უკრაინელი სამხედროების. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ჩვენთვის ცნობილია, რომ კრემლი საქართველოსა და უკრაინის დაყოფას ნებისმიერი გზით ცდილობს“ - კელი დეგნანი

👉 „14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო“ - ჯიმ რიში

👉 „როგორ შეიძლება კადიროვის გადარჩენა? პუტინის თავი საუკეთესო შეთავაზებაა“ - რუსი ოპოზიციონერის თქმით, პუტინის სიცოცხლე ჩეჩნების ხელით დასრულდება

👉 „ტრიბუნალი გარდაუვალია და ერთ-ერთი პირველი მარიუპოლში იქნება“ - დენის პუშილინის განცხადებით, მარიუპოლში უკრაინელი ტყვეებისთვის სამხედრო ტრიბუნალს ამზადებენ

👉 აშშ უკრაინას 4,5 მილიარდი დოლარის დამატებით დახმარებას გაუწევს - Reuters