მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფა საუკეთესო კონტრარგუმენტია იმის, რომ დასავლელმა პარტნიორებმა არ იციან, სად მიდის მათი იარაღი - დმიტრო კულება

დმიტრო კულება

შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის ღირებულების უსაფრთხოების ახალი პაკეტის გამოყოფა საუკეთესო კონტრარგუმენტია იმის მტკიცებისა, რომ დასავლელმა პარტნიორებმა არ იციან, სად მიდის მათი იარაღი. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსები ახალ სტრატეგიას მიმართავენ, შეარყიონ ნარატივი, რომ უკრაინისთვის პარტნიორების მიერ მიწოდებული იარაღი, როგორც ჩანს, სადღაც არასწორად მიდის და რეალურად არ არსებობს ნდობა უკრაინასა და მის პარტნიორებს, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატებს შორის.

„დღევანდელი გადაწყვეტილება რეალურად საუკეთესო კონტრარგუმენტია მათთვის, ვინც აცხადებს, რომ არ არსებობს ნდობა უკრაინასა და აშშ-ს შორის, ან რომ პარტნიორებმა არ იციან, სადაა მათი იარაღი. მათ ყველაფერი იციან. ნდობა მაღალია“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „70 ან 80 000 ადამიანი“ - პენტაგონი ბოლო 6 თვის განმავლობაში რუსეთის დანაკარგებზე

👉 „ჩვენთვის ცნობილია, რომ კრემლი საქართველოსა და უკრაინის დაყოფას ნებისმიერი გზით ცდილობს“ - კელი დეგნანი

👉 „14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო“ - ჯიმ რიში

👉 „როგორ შეიძლება კადიროვის გადარჩენა? პუტინის თავი საუკეთესო შეთავაზებაა“ - რუსი ოპოზიციონერის თქმით, პუტინის სიცოცხლე ჩეჩნების ხელით დასრულდება

👉 „ტრიბუნალი გარდაუვალია და ერთ-ერთი პირველი მარიუპოლში იქნება“ - დენის პუშილინის განცხადებით, მარიუპოლში უკრაინელი ტყვეებისთვის სამხედრო ტრიბუნალს ამზადებენ