მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირი რუსეთიდან მისი დელეგაციის 18 წევრის გაძევებას გმობს

ევროკავშირის ოფისი

ევროკავშირმა რუსეთის „უსაფუძვლო გადაწყვეტილება“ ქვეყნიდან ევროკავშირის 18 დიპლომატის გაძევების შესახებ დაგმო. ამაზე ევროკავშირის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა. ამბავს CNN იუწყება.

„ევროკავშირი რუსეთის დაუსაბუთებელ, უსაფუძვლო გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციაში ევროკავშირის დელეგაციის 18 წევრის გაძევების შესახებ გმობს. ევროკავშირის აღნიშნული დიპლომატები თავიანთ ფუნქციებს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ფარგლებში, მათი სრული პატივისცემით ახორციელებენ“, - განაცხადა პიტერ სტანომ.

მან ასევე, რუსეთის გადაწყვეტილებას „სუფთა საპასუხო ნაბიჯი“ უწოდა, რომელიც „მის საერთაშორისო იზოლაციას კიდევ უფრო გააღრმავებს“.

„ევროკავშირი მტკიცედ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და დაუბრუნდეს საერთაშორისო წესების პატივისცემასა და საერთაშორისო ურთიერთობებში კოოპერაციულ მიდგომებს“, - დასძინა ევროკავშირის სპიკერმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთმა ევროკავშირის 18 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

👉 შტორმის გამო, „მოსკვას“ ეკიპაჟის ევაკუაცია ვერ განხორციელდა - უკრაინის საზღვაო უსაფრთხოება

👉 მსოფლიო უნდა მოემზადოს, რადგან პუტინმა ბირთვული იარაღი შეიძლება ნამდვილად გამოიყენოს - ზელენსკი

👉 აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი უკრაინაში, სავარაუდოდ უახლოეს 24 საათში ჩავა