მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოსკვაზე“ შეტევა, რეალურად ორჯერ განხორციელდა - აშშ-ის ოფიციალური პირი

რუსული კრეისერი „მოსკვა“

აშშ-ს სჯერა, რომ სარაკეტო კრეისერ „მოსკვაზე“ შეტევა, რეალურად ორჯერ განხორციელდა, - ამის შესახებ Reuters-ს ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ვარაუდობს, რომ „მოსკვაზე“ შეტევას ადამიანური მსხვერპლიც მოჰყვა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული განცხადების შესახებ ზუსტი ინფორმაცია აშშ-ისთვის, ჯერჯერობით უცნობია.

ამასთან ერთად, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „მოსკვას“ ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია ხომალდის ჩაძირვამდე განხორციელდა, თუმცა მათ გადარჩენილთა რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ.

რაც შეეხება უკრაინის განცხადებას, ქვეყნის საზღვაო გვარდიამ 15 აპრილს განაცხადა, რომ შტორმმა სამაშველო ოპერაციას ხელი შეუშალა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკრაინა: „მოსკვას“ ჩაძირვის გამო, რუსმა ოკუპანტებმა რაკეტა ოდესის ოლქს სტყორცნეს

👉 ქართველმა კოლეგამ დამარწმუნა, რომ საქართველო რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას არასდროს დაუშვებს - კულება

👉 აშშ-ს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაში ვერაფერი შეაკავებს - სახელმწიფო დეპარტამენტი რუსების მუქარაზე

👉 რუსების მიერ ხარკოვის ერთ-ერთი უბნის დაბომბვისას დაიღუპა 7, ხოლო დაშავდა ათობით ადამიანი

👉 ევროკავშირი რუსეთიდან მისი დელეგაციის 18 წევრის გაძევებას გმობს