მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსების მიერ ხარკოვის ერთ-ერთი უბნის დაბომბვისას დაიღუპა 7, ხოლო დაშავდა ათობით ადამიანი

ხარკოვი

რუსი ოკუპანტების მიერ ქალაქ ხარკოვის ერთ-ერთი საცხოვრებელი უბნის დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 7, ხოლო დაშავდა 34 ადამიანი. ამის შესახებ პირველადი ინფორმაციით, ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსი ოკუპანტების თავდასხმის გამო, გარდაცვლილთაგან ერთი შვიდი თვის ბავშვია.

„როგორც ირკვევა, „მსოფლიოს მეორე არმიამ“ ბრძოლა მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობასთან იცის. დამპყრობლებმა ქალაქ ხარკოვის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანს ცეცხლი გაუხსნეს. სამწუხაროდ, დაშავდა 34 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის ერთი შვიდთვიანი ბავშვი“, - აღნიშნა ოლეგ სინეგუბოვმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა დაშავებულს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, უკვე უტარდება.

„გთხოვთ თქვენ, ხარკოველებო, თუ სრულად არ არის საჭირო, არ გამოხვიდეთ ქუჩაში. ოკუპანტების არც ერთი სამხედრო დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი!" - ხაზგასმით აღნიშნა UVA-ს თავმჯდომარემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ევროკავშირი რუსეთიდან მისი დელეგაციის 18 წევრის გაძევებას გმობს

👉 რუსეთმა ევროკავშირის 18 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

👉 შტორმის გამო, „მოსკვას“ ეკიპაჟის ევაკუაცია ვერ განხორციელდა - უკრაინის საზღვაო უსაფრთხოება

👉 მსოფლიო უნდა მოემზადოს, რადგან პუტინმა ბირთვული იარაღი შეიძლება ნამდვილად გამოიყენოს - ზელენსკი

👉 აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი უკრაინაში, სავარაუდოდ უახლოეს 24 საათში ჩავა