მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა: „მოსკვას“ ჩაძირვის გამო, რუსმა ოკუპანტებმა რაკეტა ოდესის ოლქს სტყორცნეს

ოდესა, უკრაინა

„მოსკვას“ ჩაძირვის გამო, მტერმა რაკეტა ოდესის რეგიონს სტყორცნა, - ამის შესახებ ოდესის OVA-ს ხელმძღვანელი, მაქსიმ მარჩენკო Telegram-ზე აცხადებს.

მისი თქმით, იმის გამო, რომ რაკეტა ჰაერში აფეთქდა, შტურმს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„ყველამ უნდა გაიგოს, რომ „მოსკვას“ ჩაძირვის შემდეგ სარაკეტო დარტყმის საფრთხეც გაიზრდება. ამის გამო, დილით, მტერმა ოდესის რეგიონს რაკეტა სტყორცნა. საბედნიეროდ, რაკეტა ჰაერში აფეთქდა“, - აღნიშნა მაქსიმ მარჩენკომ.

გავრცელებული ინფორმაციით, ნამსხვრევების ჩამოვარდნას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გარდა ამისა, მარჩენკომ დასძინა, რომ პარასკევს, 15 აპრილს, ოდესის თავზე მტრის უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10 ჩამოაგდეს, რომელიც სამხედრო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ სადაზვერვო მონაცემებს აგროვებდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ქართველმა კოლეგამ დამარწმუნა, რომ საქართველო რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას არასდროს დაუშვებს - კულება

👉 აშშ-ს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაში ვერაფერი შეაკავებს - სახელმწიფო დეპარტამენტი რუსების მუქარაზე

👉 რუსების მიერ ხარკოვის ერთ-ერთი უბნის დაბომბვისას დაიღუპა 7, ხოლო დაშავდა ათობით ადამიანი

👉 ევროკავშირი რუსეთიდან მისი დელეგაციის 18 წევრის გაძევებას გმობს

👉 რუსეთმა ევროკავშირის 18 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა