მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაში ვერაფერი შეაკავებს - სახელმწიფო დეპარტამენტი რუსების მუქარაზე

ნედ პრაისი

„შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაში ვერაფერი შეაკავებს“, - ასე გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი მედიაში გავრცელებულ ნოტას, რომელშიც რუსეთი ვაშინგტონს გაფრთხილების ტონით მიმართავდა.

„რუსებმა რაღაც პირადში თქვეს, რაღაც საჯაროდ... ვერაფერი დაგვაშორებს იმ სტრატეგიას, რომელიც ჩვენ დავიწყეთ“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, იგი ჯერჯერობით, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, რაიმე სახის კერძო დიპლომატიური მიმოწერის შესახებ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს.

მიუხედავად ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა: „თუ კრემლის პრეტენზია არის ის, რომ აშშ და ჩვენი პარტნიორები მთელ მსოფლიოში, ჩვენ უკრაინელ პარტნიორებს მილიარდობით დოლარის დახმარებას უწევენ, ხოლო ჩვენი უკრაინელი პარტნიორები ამას რუსული აგრესიის მოსაგერიებლად უკიდურესად ეფექტურად იყენებენ, მაშინ დიახ, ნამდვილად ჩვენ ვართ დამნაშავე“.

იგი აღნიშნავს, რომ კრემლს ბაიდენის ადმინისტრაციის ვალდებულების გათვალისწინებით, აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ „არ უნდა გაუკვირდეს“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი უკრაინაში, სავარაუდოდ უახლოეს 24 საათში ჩავა

👉 რუსების მიერ ხარკოვის ერთ-ერთი უბნის დაბომბვისას დაიღუპა 7, ხოლო დაშავდა ათობით ადამიანი

👉 ევროკავშირი რუსეთიდან მისი დელეგაციის 18 წევრის გაძევებას გმობს

👉 რუსეთმა ევროკავშირის 18 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

👉 შტორმის გამო, „მოსკვას“ ეკიპაჟის ევაკუაცია ვერ განხორციელდა - უკრაინის საზღვაო უსაფრთხოება

👉 მსოფლიო უნდა მოემზადოს, რადგან პუტინმა ბირთვული იარაღი შეიძლება ნამდვილად გამოიყენოს - ზელენსკი