მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართველმა კოლეგამ დამარწმუნა, რომ საქართველო რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას არასდროს დაუშვებს - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ იგი მის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს, უკვე ესაუბრა. ამის შესახებ უკრაინელი დიპლომატი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს.

დმიტრო კულებას თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იგი დაარწმუნა იმაში, რომ ქვეყანა არც ახლა და არც მომავალში რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას არ დაუშვებს.

„ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს რუსეთის მხრიდან შემოჭრის საპასუხოდ, უკრაინის გმირულ თავდაცვაზე ვესაუბრე. მან საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე დამარწმუნა. მადლობა მას, რათა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო არც ახლა და არც მომავალში რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას არ დაუშვებს“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 🎥 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკრაინაში გიორგი მარგველაშვილთან ერთად იმყოფებიან

👉 აშშ-ს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაში ვერაფერი შეაკავებს - სახელმწიფო დეპარტამენტი რუსების მუქარაზე

👉 აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი უკრაინაში, სავარაუდოდ უახლოეს 24 საათში ჩავა

👉 რუსების მიერ ხარკოვის ერთ-ერთი უბნის დაბომბვისას დაიღუპა 7, ხოლო დაშავდა ათობით ადამიანი

👉 ევროკავშირი რუსეთიდან მისი დელეგაციის 18 წევრის გაძევებას გმობს

👉 რუსეთმა ევროკავშირის 18 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა