ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციები ლიბანსა და ავღანეთში გაემგზავრნენ. ინფორმაციას ekhokavkaza ავრცელებს.
ოკუპირებული რეგიონის, დე ფაქტო მთავრობის ცნობით, ვიზიტის მთავარი მიზანია, აფხაზეთსა და შესაბამის სახელმწიფოებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პირობების შექმნა, სავაჭრო სახლების დაარსება და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ჰუმანიტარული კონტაქტების გაძლიერება.
როგორც სოხუმში აცხადებენ, „აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო აღმოსავლეთის პარტნიორებთან ურთიერთობების ყოვლისმომცველ განვითარებას“.
მანამდე კი დეპარტამენტის უფროსმა ინალ არძინბამ თქვა, რომ „აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახლო აღმოსავლეთია“.
„აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სირიასთან, ლიბანთან, ავღანეთთან, ხოლო საქართველო ამ საერთაშორისო კონტაქტების დაბლოკვას ცდილობს“, - აცხადებს ინალ არძინბა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არც ავღანეთი და არც ლიბანი ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას არ ცნობენ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔴 ძველი კარგი მეგობარი - პუტინი სი ძინპინზე
🔴 მივმართავთ ჰააგის ტრიბუნალს, გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე - შალვა ნათელაშვილი
🔴 უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა
🔴 ფინეთის პრეზიდენტი: შვედეთი დაუცველ მდგომარეობაში არ იქნება, თუ ჩვენ პირველი გავხდებით ნატოს წევრი