მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რა თქმა უნდა, უკრაინა ამას სერიოზულად იღებს, რადგან ჩვენ გვესმის, რა სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე“ - მიხაილო პოდოლიაკი ბირთვულ შანტაჟზე

მიხაილო პოდოლიაკი

„უკრაინა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაუბრუნოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორია, მიუხედავად იქ ჩატარებული ფსევდორეფერენდუმებისა და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მუქარისა, რომ გამოიყენოს ბირთვული იარაღი“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ რუსეთი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს უკრაინის დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკის და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას, ბრძოლის ველზე არაფერი შეიცვლება.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნება. „და ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ უკრაინის ევროპელი მეზობლებისთვისაც“.

როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, ევროპაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია უკრაინის ტერიტორიის სრული გათავისუფლება.

რუსეთის ოფიციალური პირების მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის კომენტირებისას, სახელმწიფოს მეთაურის აპარატის უფროსის მრჩეველმა განაცხადა: „რა თქმა უნდა, უკრაინა ამას სერიოზულად იღებს, რადგან ჩვენ გვესმის, რა სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე“.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ირანული დრონების პრობლემა უკვე მოგვარებულია“ - ოლექსი რეზნიკოვი

👉 რუსეთის იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც სამშობლოს დატოვებას ცდილობს, უზრუნველყოფილი და განათლებული ხალხი სჭარბობს - ბრიტანული დაზვერვა

👉 ბელორუსია ემზადება 20 000 მობილიზებული რუსის მისაღებად - უკრაინის დაზვერვა

👉 ფინეთი რუსეთიდან ჩასული ტურისტებისთვის საზღვარს ჩაკეტავს - მედია

👉 „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე გაჟონვის ადგილის მახლობლად, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები დააფიქსირეს - CNN