მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთის მთელი ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები უნდა იქნეს მიღებული რაც შეიძლება მალე, ის ტერორიზმის დამფინანსებელ ქვეყნად უნდა აღიარონ“ - ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს მიღებული სანქციები რუსეთის მთელი ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ. მისი თქმით, რუსეთი უნდა აღიარონ როგორც ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყანა.

„რუსეთის ბირთვულმა შანტაჟმა არ იმუშავა ადრე და არ უნდა იმუშაოს არც ახლა. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული მუქარის საუკეთესო პასუხი უკრაინული ტერიტორიების დეოკუპაციაა. როდესაც ტერორისტი აყენებს პირობებს, ამაზე პასუხი ძლიერი უნდა იყოს. რუსეთის ფედერაციის მთელი ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები უნდა იქნეს მიღებული რაც შეიძლება მალე, რუსეთის ფედერაციის მუქარის გამო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით. ანტირუსული კოალიციის გახლეჩა ვერ მოხდება. რუსეთი ცდილობს უკრაინის მიმართ ნდობისთვის ძირის გამოთხრას თავისი პროვოკაციებით, თუმცა საპასუხოდ ის აღიარებული უნდა იქნეს ტერორიზმის დამფინანსებელ ქვეყნად“, - განაცხადა ერმაკმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 აშშ-ის მიერ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფა საუკეთესო კონტრარგუმენტია იმის, რომ დასავლელმა პარტნიორებმა არ იციან, სად მიდის მათი იარაღი - დმიტრო კულება

👉 „70 ან 80 000 ადამიანი“ - პენტაგონი ბოლო 6 თვის განმავლობაში რუსეთის დანაკარგებზე

👉 „ჩვენთვის ცნობილია, რომ კრემლი საქართველოსა და უკრაინის დაყოფას ნებისმიერი გზით ცდილობს“ - კელი დეგნანი

👉 „14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო“ - ჯიმ რიში

👉 „როგორ შეიძლება კადიროვის გადარჩენა? პუტინის თავი საუკეთესო შეთავაზებაა“ - რუსი ოპოზიციონერის თქმით, პუტინის სიცოცხლე ჩეჩნების ხელით დასრულდება