მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინას „მოსკვას“ აფეთქება ნამდვილად შეეძლო, მათ ალბათ დამცავი სისტემა მწყობრიდან მთლიანად გამოიყვანეს - სამხედრო ექსპერტი

რუსული კრეისერი „მოსკვა“

„მოსკვას“ აფეთქებით არაფერი ისეთი არ მომხდარა, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ შეეძლოთ. მათ ალბათ, კრეისერის დამცავი სისტემა მთლიანად გამოიყვანეს მწყობრიდან, - ამის შესახებ ქართველი სამხედრო ექსპერტი, გიგა ინაშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში აცხადებს.

მისი თქმით, არის დიდი ალბათობა იმისა, რომ უკრაინამ სწორედ ამ ტაქტიკით მოახდინა ხომალდის რადარების გაუვნებელყოფა.

„აქ არაფერი ისეთი არ მომხდარა, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ შეეძლოთ. საკმაოდ კომბინირებული ოპერაცია ჩატარდა. მათ ხომალდის რადარები გამოიყვანეს მწყობრიდან. როგორც ჩანს ხომალდის დამცავი სისტემა მთლიანად აღარ ფუნქციონირებდა და შეიძლება და რაკეტები საერთოდაც ვერ დააფიქსირეს. ამის შედეგად კი, უკვე სერიოზული დაზიანება მიაყენეს. როცა ასეთი ზომის სარაკეტო კრეისერს ესვრი, რომელსაც ასეთი სიმძლავრის საჰაერო თავდაცვის სისტემები უყენია ეს ჩვეულებრივი ტაქტიკაა“, - აღნიშნა ქართველმა სამხედრო ექსპერტმა.

მან ასევე დასძინა, რომ ამჟამინდელი „მოსკვას“ ღირებულება შეიძლება, სავარაუდოდ 2-დან 10 მილიარდ დოლარამდე აღწევდეს. „გააჩნია აღჭურვილობას, თუმცა თავის დროზე, საბჭოთა კავშირში იგი 740 მილიონ დოლარად იყო შეფასებული“, - დასძინა გიგა ინაშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „მოსკვაზე“ შეტევა, რეალურად ორჯერ განხორციელდა - აშშ-ის ოფიციალური პირი

👉 უკრაინა: „მოსკვას“ ჩაძირვის გამო, რუსმა ოკუპანტებმა რაკეტა ოდესის ოლქს სტყორცნეს

👉 ქართველმა კოლეგამ დამარწმუნა, რომ საქართველო რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას არასდროს დაუშვებს - კულება

👉 აშშ-ს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაში ვერაფერი შეაკავებს - სახელმწიფო დეპარტამენტი რუსების მუქარაზე

👉 რუსების მიერ ხარკოვის ერთ-ერთი უბნის დაბომბვისას დაიღუპა 7, ხოლო დაშავდა ათობით ადამიანი