მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის მასირებული დაბომბვა ყირიმის ხიდის აფეთქების საპასუხოდ მოხდა - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა იყო ყირიმის ხიდზე მომხდარ ტერაქტზე პასუხი. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

პუტინმა ეს განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

„ჩვენ განვახორციელეთ მასირებული დარტყმა დიდი სიზუსტის იარაღით ენერგეტიკის, სამხედრო მართვის და კავშირგაბმულობის ობიექტებზე უკრაინაში. ამაში ჩართული იყო სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები.  იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტები განმეორდა, რუსეთის მხრიდან პასუხის მისთვის საფრთხის ადეკვატური იქნება“, - განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, უკრაინის მთელი ტერიტორია 10 ოქტომბრის დილიდან მასირებულად იბომბება. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის ძალებმა 71-იდან 45 რაკეტა გაანადგურეს. ასევე, შეტევაში დრონებიც მონაწილეობდნენ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ბირთვული იარაღი არ დაეხმარება პუტინს უკრაინის ხელში ჩაგდებაში - ISW

✔️ კიევში სამთავრობო კვარტალთან არსებული ობიექტების დაბომბვა, შეიძლება იყოს სიგნალი იმისა, რომ სამთავრობო შენობები მათთვის ერთგვარი ლეგიტიმური სამიზნე გახდა - გიორგი კობერიძე

✔️ სავარაუდოდ, კრემლი მომდევნო კვირაში სერგეი შოიგუს და ვალერი გერასიმოვის შეცვლას გეგმავს - ISW

✔️ მედვედევი ყირიმის ხიდის დაბომბვას უკრაინის მიერ ჩადენილ „ტერორისტულ აქტად“ მიიჩნევს

✔️ უკრაინაში განგაშის სიგნალი არ წყდება, კლავენ ადამიანებს - ვოლოდიმირ ზელენსკი