მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმერ პუტინი დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთში შეერთების შესახებ გადაწყვეტილებას 30 სექტემბერს მოაწერს ხელს

რუსეთში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ შეთანხმებებს 30 სექტემბერს მოეწერება ხელი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 30 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებს რუსეთისთვის ახალი ტერიტორიების შეერთების შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც კრემლში გაიმართება.

„ხვალ, 15:00 საათზე, კრემლის დიდ სასახლეში, წმინდა გიორგის დარბაზში, გაიმართება რუსეთის ფედერაციაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონია. ამ ღონისძიებაზე იქნება პრეზიდენტი პუტინის მოცულობითი გამოსვლა“, - განაცხადა პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, „რეფერენდუმები“ რუსეთთან შეერთების საკითხზე 23-იდან 27 სექტემბრამდე ჩატარდა დონეცკის და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკებში“, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში „ამომრჩეველთან“ 99,23%-მა დაუჭირა მხარი რუსეთთან შეერთებას, ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში - 98,42%-მა, ზაპოროჟიეს ოლქში - 93,11%-მა, ხერსონის ოლქში კი - 87,05%-მა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რა თქმა უნდა, უკრაინა ამას სერიოზულად იღებს, რადგან ჩვენ გვესმის, რა სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე“ - მიხაილო პოდოლიაკი ბირთვულ შანტაჟზე

👉 „ირანული დრონების პრობლემა უკვე მოგვარებულია“ - ოლექსი რეზნიკოვი

👉 რუსეთის იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც სამშობლოს დატოვებას ცდილობს, უზრუნველყოფილი და განათლებული ხალხი სჭარბობს - ბრიტანული დაზვერვა

👉 ბელორუსია ემზადება 20 000 მობილიზებული რუსის მისაღებად - უკრაინის დაზვერვა

👉 ფინეთი რუსეთიდან ჩასული ტურისტებისთვის საზღვარს ჩაკეტავს - მედია