მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად შორს გაცურავთ იახტით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პასუხი გაგებინოთ - აშშ-ის გენერალური პროკურორი

აშშ-ის გენერალური პროკურორი

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდიმ განაცხადა, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაისაჯოს ისინი, ვინც მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ომს უკრაინაში. 

„არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდ მანძილზე გაცურავთ თქვენი იახტით, ან დამალავთ აქტივებს. შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო ყველა საშუალებას გამოიყენებს, რომ გიპოვოთ, ხელი შეუშალოს თქვენს შეთქმულებებს და პასუხი გაგებინოთ“, - აღნიშნა მერიკ გარლანდმა. 

მან პირობა დადო, რომ გააგრძელებს მუშაობას სხვა დასავლურ მთავრობებთან, რათა მოსკოვის ძლიერი მოთამაშეები პასუხისმგებელნი იყვნენ იმ ქმედებებზე რაც უკრაინაში ჩაიდინეს. 

„ჩვენ ვნახეთ ქუჩებში მიმოფანტული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები, ზოგი ხელებშეკრული. ჩვენ ვნახეთ მასობრივი საფლავები. ჩვენ ვნახეთ დაბომბილი საავადმყოფო, თეატრი და საცხოვრებელი კორპუსები. მსოფლიო ხედავს რა ხდება უკრაინაში. იუსტიციის დეპარტამენტი ხედავს რა ხდება უკრაინაში.

იუსტიციის დეპარტამენტს ომის დანაშაულების ჩამდენების პასუხისგებაში მიცემის ხანგრძლივი ისტორია აქვს. დღეს, ჩვენ ვეხმარებით საერთაშორისო ძალისხმევას, გამოვავლინოთ და პასუხი ვაგებინოთ მათ ვინც უკრაინაში ჩადენილ სისასტიკეზე პასუხისმგებლები არიან“, - აცხადებს აშშ-ის  გენერალური პროკურორი.

გარლანდის თქმით, აშშ-ის პროკურორები გააგრძელებენ მუშაობას ევროპაში მოკავშირეებთან ერთად, რათა  პასუხისგებაში  მიეცეს ყველა ის პირი ვინც უკრაინაში სისასტიკე ჩაიდინა და დასძენს, რომ სანქციონირებული რუსი ოლიგარქები და კიბერკრიმინალები უსაფრთხო თავშესაფარს ვერ იპოვიან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „სასწრაფოდ გვჭირდება იარაღი“ - დმიტრო კულება

🔴 დიდი ბრიტანეთი უკრაინას ჯავშანმანქანებს მიაწვდის - The Times

🔴 რუსეთმა მთლიანად გაიყვანა ჯარები კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებიდან - პენტაგონი

🔴 რუსები მოპარული ალკოჰოლით დათვრნენ და თავიანთი ჯავშანტექნიკა მდინარეში ჩაძირეს - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი

🔴 „შეუძლებელია იმის ცოდნა, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, თუმცა უკრაინას ომის მოგება შეუძლია“ - ჯონ კირბი

🔴 „რუსეთთან ურთიერთობის ხანა დასრულდა“ - ლიზ ტრასი

🔴 აშშ-ის სენატმა უკრაინის დასახმარებლად „ლენდ-ლიზის“ პროგრამის ამოქმედებას მხარი დაუჭირა

🔴 აშშ პუტინისა და ლავროვის ოჯახის წევრებს ახალ სანქციებს უწესებს

🔴 ვინ არიან პუტინის შვილები?

🔴 რუსეთი მიზანმიმართულ გენოციდს ახორციელებს - დენის შმიგალი

🔴 „პუტინის კატასტროფის დასაწყისი“ - ფირტაში რუსეთის შეჭრაზე

🔴 რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ წლების განმავლობაში გაგრძელდება - ამერიკელი გენერალი