მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონი“ თითოეული ჩვენგანის სახლში შევა“ - ბილ გეიტსი

ამერიკელი მილიარდერი

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი „ტვიტერში“ ახალი კორონავირუსის ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ წერს და ამბობს, რომ „ომიკრონი“ თითოეული ჩვენგანის სახლში შევა.

მისი თქმით, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ დაუცველ ადამიანებს. 

როგორც გეიტსი წერს,  „ომიკრონს“ სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ და გავიკეთოთ ბუსტერი.

„სწორედ მაშინ, როდესაც ყველას გვეგონა, რომ ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა, ჩვენ, შესაძლოა, ახლა პანდემიის ყველაზე რთულ ფაზაში შევიდეთ. „ომიკრონი“ თითოეული ჩვენგანის სახლში შევა. ჩემს ახლო მეგობრებს დაუდგინდათ კორონავირუსის ეს შტამი და ჩემი შვებულების გეგმების უმეტესობაც გავაუქმე. „ომიკრონი“ ისტორიაში ყველა ვირუსზე უფრო სწრაფად ვრცელდება. ძალიან მალე ის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იქნება“, - წერს  ბილ გეიტსი.

საქართველოში „ომიკრონის“ შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „კორონავირუსი შიდსით ინფიცირებულებში შეიძლება მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდეს“ - სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები

⚫ „გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე გაუქმებული სიცოცხლე“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

„ომიკრონისგან“ განსაკუთრებით ბუსტერ დოზა იცავს“ - თენგიზ ცერცვაძე

„3-ჯერ ვაქცინირებულებსაც შეუძლიათ კორონავირუსის გადაცემა“ - BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ომიკრონი“ ადვილად აზიანებს ბავშვებს“ - ამირან გამყრელიძე

„ომიკრონი“ იქნება ის შტორმი, რომელიც გადაუვლის საქართველოს“ - დევი ტაბიძე

 „მონოკლინური ანტისხეულები „ომიკრონზე“ საერთოდ არ მუშაობს“ - ზაზა წერეთელი