კონფლიქტები

8 აგვისტოს რუსეთმა შეწყვიტა თავისი „იმპერიული ამბიციების“ დამალვა და საქართველოს დაესხა თავს, მსოფლიომ დაგმო, მაგრამ „ღრმა შეშფოთებაზე“ მეტი ვერ გაბედა, სამაგიეროდ, რუსეთმა გაბედა - რუსლან სტეფანჩუკი

უკრინსი რადის სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი
1659987941
დაკოპირებულია

უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი 2008 წლის აგვისტოს ომის 14 წლისთავს ეხმაურება. მისი თქმით, მაშინ სამყარო არ გამოფხიზლდა, რის შედეგადაც რუსეთმა დაუსჯელობა იგრძნო. ამიტომ გაბედა ის, რომ დღეს უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

„2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთმა შეწყვიტა თავისი „იმპერიული ამბიციების“ დამალვა და საქართველოზე თავდასხმა გადაწყვიტა. მაშინ სამყარო არ გამოფხიზლდა. რუსეთმა დაუსჯელობა იგრძნო და მიხვდა, რომ ასე მოქცევა შეიძლება. 2014 წელს მსოფლიომ დაინახა „პატარა მწვანე კაცები“. მსოფლიომ დაგმო! მაგრამ „ღრმა შეშფოთების“ მეტის გაკეთება ვერ გაბედა. სამაგიეროდ, რუსეთის ფედერაციამ გაბედა. 2022 წლის თებერვალში კი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

რუსეთი აწარმოებს ყველაზე სასტიკ ომს. ახლა კი მსოფლიოს უჩვენებს, რომ შესაძლებელია უკრაინის ქალაქების რაკეტებით დაბომბვა. ძალიან მინდა, რომ მსოფლიომ საბოლოოდ და შეუქცევად გააცნობიეროს: ჩვენი ქვეყანა ებრძვის ურჩხულს. იბრძვის არა მარტო თავისთვის, არამედ თითოეული თქვენგანისთვის. იბრძვის ბოროტების არმიასთან, ველურ ბარბაროსებთან.

ამიტომ ჯერ კიდევ მაშინ, 2008 წელს მსოფლიოს უნდა გამოეჩინა გამბედაობა და რუსეთისთვის კბილებში დაერტყა. დღეს კი აგრესორისა და ტერორისტი სახელმწიფოს მხოლოდ იზოლაციაა შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ომის ეპიდემია გაგრძელება. არ დაგავიწყდეთ! არ აპატიოთ! არ დაიღალოთ!“ - წერს სტეფანჩუკი.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ლიბანის კერძო კომპანიამ უარი თქვა უკრაინული სიმინდის ყიდვაზე, რომლითაც ომის განმავლობაში ოდესის პორტიდან გასული პირველი გემი იყო დატვირთული

👉 „რუსეთის მთელი ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები უნდა იქნეს მიღებული რაც შეიძლება მალე, ის ტერორიზმის დამფინანსებელ ქვეყნად უნდა აღიარონ“ - ანდრეი ერმაკი

👉 აშშ-ის მიერ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფა საუკეთესო კონტრარგუმენტია იმის, რომ დასავლელმა პარტნიორებმა არ იციან, სად მიდის მათი იარაღი - დმიტრო კულება

👉 „70 ან 80 000 ადამიანი“ - პენტაგონი ბოლო 6 თვის განმავლობაში რუსეთის დანაკარგებზე

👉 „ჩვენთვის ცნობილია, რომ კრემლი საქართველოსა და უკრაინის დაყოფას ნებისმიერი გზით ცდილობს“ - კელი დეგნანი