მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბატონი ივანიშვილი ძალიან გავლენიანი ქართველია, ძალიან წარმატებული ბიზნესმენია და ამიტომ ნორმალურია, რომ გვსურს მასთან შეხვედრა“ - კელი დეგნანი განმარტავს, რატომ შეხვდა ივანიშვილს

ბიძინა ივანიშვილი, კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე საუბრობს. მისი თქმით, დიპლომატიური მისიის საქმიანობაა, შეხვდეს ქვეყნის ბევრ სხვადასხვა წარმომადგენელს. როგორც დეგნანმა აღნიშნა, ივანიშვილი გავლენიანი ქართველი და წარმატებული ბიზნესმენია, სწორედ ამიტომ შეხვდა მას.

„არ მსურს ბატონ ივანიშვილის მოტივებზე ვარაუდების გამოთქმა. ჩვენ როგორც წესი, არ ვასაჯაროებთ პირად შეხვედრებს, იქნება ეს ბატონ ივანიშვილთან თუ ვინმე სხვასთან. უბრალოდ დიპლომატიისთვის არ არის მიღებული წესი, ასე მოიქცეს, თუკი მეორე მხარეს ურჩევნია, რომ ინფორმაცია არ გასაჯაროვდეს. როგორც კი გაირკვა, რომ ბატონი ივანიშვილი თავად საუბრობდა ამ შეხვედრაზე, მე დავადასტურე, რომ ჩვენ შევხვდით და ვისაუბრეთ ამერიკა-საქართველოს პარტნიორობაზე და მრავალი სხვა სფეროს შესახებ, სადაც ამერიკა ცდილობს, მხარი დაუჭიროს საქართველოს განვითარებას. ცხადია, ბატონი ივანიშვილი ძალიან გავლენიანი ქართველია, ძალიან წარმატებული ბიზნესმენია და ამიტომ ნორმალურია, რომ გვსურს მასთან შეხვედრა, როგორც ბევრ სხვა საქართველოს მოქალაქესთან. სინამდვილეში სწორედ ეს არის დიპლომატების საქმიანობა, ჩვენი ამოცანაა შევხვდეთ რაც შეიძლება ბევრ სხვადასხვა წარმომადგენელს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა დეგნანმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 8 აგვისტოს რუსეთმა შეწყვიტა თავისი „იმპერიული ამბიციების“ დამალვა და საქართველოს დაესხა თავს, მსოფლიომ დაგმო, მაგრამ „ღრმა შეშფოთებაზე“ მეტი ვერ გაბედა, სამაგიეროდ, რუსეთმა გაბედა - რუსლან სტეფანჩუკი

👉 ლიბანის კერძო კომპანიამ უარი თქვა უკრაინული სიმინდის ყიდვაზე, რომლითაც ომის განმავლობაში ოდესის პორტიდან გასული პირველი გემი იყო დატვირთული

👉 „რუსეთის მთელი ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები უნდა იქნეს მიღებული რაც შეიძლება მალე, ის ტერორიზმის დამფინანსებელ ქვეყნად უნდა აღიარონ“ - ანდრეი ერმაკი

👉 აშშ-ის მიერ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფა საუკეთესო კონტრარგუმენტია იმის, რომ დასავლელმა პარტნიორებმა არ იციან, სად მიდის მათი იარაღი - დმიტრო კულება

👉 „70 ან 80 000 ადამიანი“ - პენტაგონი ბოლო 6 თვის განმავლობაში რუსეთის დანაკარგებზე