მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიბანის კერძო კომპანიამ უარი თქვა უკრაინული სიმინდის ყიდვაზე, რომლითაც ომის განმავლობაში ოდესის პორტიდან გასული პირველი გემი იყო დატვირთული

უკრაინული მარცვლეულის გემი

უკრაინული სიმინდი ლიბანში ჩავიდა, მაგრამ კერძო კომპანიამ უარი თქვა მის ყიდვაზე. ამის შესახებ ლიბანში უკრაინის საელჩოში განაცხადეს. აღნიშნულია, რომ მყიდველმა მარცვლეულზე უარი თქვა მიწოდების ხუთთვიანი დაგვიანების გამო.

სიმინდით ომის განმავლობაში ოდესის პორტიდან გასული პირველი გემი იყო დატვირთული.

„რაზონის გემით უკრაინული მარცვლეულის გამგზავნის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ლიბანში მყიდველმა უარი თქვა ტვირთის მიღებაზე მიწოდების დაგვიანების გამო (5 თვეზე მეტი)“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

დიპლომატებმა განაცხადეს, რომ გამგზავნმა უკვე დაიწყო მარცვლეულის ახალი მყიდველის ძებნა, მათ შორის ლიბანის ფარგლებს გარეთაც.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რუსეთის მთელი ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები უნდა იქნეს მიღებული რაც შეიძლება მალე, ის ტერორიზმის დამფინანსებელ ქვეყნად უნდა აღიარონ“ - ანდრეი ერმაკი

👉 აშშ-ის მიერ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფა საუკეთესო კონტრარგუმენტია იმის, რომ დასავლელმა პარტნიორებმა არ იციან, სად მიდის მათი იარაღი - დმიტრო კულება

👉 „70 ან 80 000 ადამიანი“ - პენტაგონი ბოლო 6 თვის განმავლობაში რუსეთის დანაკარგებზე

👉 „ჩვენთვის ცნობილია, რომ კრემლი საქართველოსა და უკრაინის დაყოფას ნებისმიერი გზით ცდილობს“ - კელი დეგნანი

👉 „14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო“ - ჯიმ რიში