მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის უფლებების დაცვა და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“ - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი 2020

„ევროკავშირი მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ყურადღებით აკვირდება“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს სათანადო სამართლებრივი პროცესი.

ევროკავშირის ელჩმა ყურადღება გაამახვილა, როგორც მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის, ასევე, მისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებლობაზეც.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე სანდო ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, როგორიც არის სახალხო დამცველი. ევროკავშირმა განაცხადა, რომ სააკაშვილის უფლებების დაცვა და სამართლებრივი პროცესების შესრულება, საკვანძოა და არის ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობა. ეს უფლებები მოიცავს გამჭვირვალე, სამართლიანი სასამართლოს უფლებას და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას, ისევე, როგორც მისი პატივისა და ღირსების დაცვას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი ჰყოფნის დროს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა მისი ეს უფლებები სრულად იქნეს დაცული“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის 39-ე დღეს კრიტიკულად დამძიმდა.

8 ნოემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის N18 ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე:

✔️ „სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, აღსარება ჩააბარა და მიიღო წმინდა ზიარება“ - მეუფე ნიკოლოზი

✔️ „თქვენ გგონიათ, ის ადამიანები ვართ, ყოფილი პრეზიდენტის ან რომელიმე ადამიანის ციხეში შიმშილი რომ უხარია?“ - ქადაგიშვილი

✔️ „მანდატები სააკაშვილის მოსანახულებლად და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად გვჭირდება“ - ხატია დეკანოიძე

✔️ „მდგომარეობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გონებას დაკარგავს, ძალიან ახლოვდება და მალე მისი სიცოცხლისთვის მოგვიწევს ბრძოლა“ - ადვოკატი

✔️ „სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებები უთანაბრდება წამების გარკვეულ ხარისხს“ - კახა გოგოლაშვილი

✔️ „ხელისუფლებამ სააკაშვილის გადაყვანით ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, საშიშია ამ თამაშით თამაში“ - იაგო ხვიჩია