მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხელისუფლებამ სააკაშვილის გადაყვანით ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, საშიშია ამ თამაშით თამაში“ - იაგო ხვიჩია

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია Pia.ge 2021

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია PIA.GE-სთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას გამოეხმაურა.

იაგო ხვიჩია, ხელისუფლების ქმედებას შეცდომას უწოდებს და დასძენს, რომ აუცილებელია სააკაშვილი სამკურნალოდ უკრაინაში გააგზავნონ.

„ხელისუფლებამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა იმით, რომ მიხეილ სააკაშვილი მოტყუებით გადაყვანა გლდანის ციხეში. შეიძლება ჩვენ არ მოგვწონდეს მიხეილ სააკაშვილი, გვახსოვდეს მის მიერ ჩადენილი ბევრი ცუდი საქმე, მიგვაჩნდეს, საერთოდ ციხეში უნდა იჯდეს, ამის მიუხედავად არავის არ სიამოვნებს ქურდები რომ აგინებენ პრეზიდენტს ხელისუფლების წაქეზებით. ეს იმდენად აღძრავს ადამიანებში პროტესტის გრძნობას, საშიშია ამ თამაშით თამაში.

ამ გაბრაზებულ საზოგადოებას, მათ შორის „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებულ საზოგადოებას, თავში რა მოუვა როდესაც დაინახავს მას განზრახ ნერვებს უშლიან არ ვიცით. მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გლდანის დაწესებულებაში უარყოფითად და შეცდომად ვაფასებ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაითვალისწინონ გიული ალასანიას და 89 დეპუტატის თხოვნა და მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გააგზავნონ უკრაინაში. ეს იქნება ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილება“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის 39-ე დღეს კრიტიკულად დამძიმდა.

8 ნოემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის N18 ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე:

✔️ „სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, აღსარება ჩააბარა და მიიღო წმინდა ზიარება“ - მეუფე ნიკოლოზი

✔️ „თქვენ გგონიათ, ის ადამიანები ვართ, ყოფილი პრეზიდენტის ან რომელიმე ადამიანის ციხეში შიმშილი რომ უხარია?“ - ქადაგიშვილი

✔️ „მანდატები სააკაშვილის მოსანახულებლად და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად გვჭირდება“ - ხატია დეკანოიძე

✔️ „მდგომარეობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გონებას დაკარგავს, ძალიან ახლოვდება და მალე მისი სიცოცხლისთვის მოგვიწევს ბრძოლა“ - ადვოკატი

✔️ „სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებები უთანაბრდება წამების გარკვეულ ხარისხს“ - კახა გოგოლაშვილი