მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ისტორია მეორდება, ღმერთი ქართველ ერს ცოდვის გამოსყიდვის შანსს გვაძლევს“ - დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ღმერთი ქართველ ერს პირველი პრეზიდენტის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამოსყიდვისა და სინანულის შანსს აძლევს. 

მისი თქმით, ისტორია მეორდება და ეშმაკმა ხალხს გონება დაუბნელა. 

„მე ასე ვხედავ: დღეს ღმერთი ქართველ ერს ცოდვის გამოსყიდვის შანსს გვაძლევს. სწორედ ახლა გვაქვს ის უძვირფასესი წამი, რომ ვაჩვენოთ უფალს ნამდვილი სინანული, გამოვისყიდოთ წლების წინ ჩადენილი პრეზიდენტის მკვლელობის მძიმე ცოდვა, მოვიპოვოთ ნამდვილი შენდობა და ბოლოს და ბოლოს გავთავისუფლდეთ ამ სიმძიმისგან.

ახლა გადამწყვეტი მომენტია და უნდა ავირჩიოთ: ჯიუტად გავაგრძელებთ ძმის მკვლელი კაენის გზას თუ შემოვბრუნდებით და კაცთმოყვარებით შევცვლით ჩადენილს. 

სინანულის ნამდვილი მნიშვნელობაც ხომ შემობრუნება, შეცვლა და განშორებაა ცოდვისგან. წარსული მეორდება ამ წამს: მაშინაც, წლების განმავლობაში ბოროტმა მტერმა მზაკვრული ტყუილებით და ვერაგი ჭორებით დაგვიბნელა გონება, დაგვაჯერა სიცრუე, შეგვაჩვია სიძულვილს და მოგვაკვლევინა სამშობლოსთვის მებრძოლი კაცი.

დღესაც იგივეს ჩადენის წინაშე ვდგავართ და ღმერთი გვიყურებს ზეციდან თუ რას ავირჩევთ ახლა. ძალიან საშიში მომენტი გვიდგას ქართველებს, რადგან სწორედ ის ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ დღეს მოშიმშილე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების შემდეგ ათწლეულებსაც და ღმერთის წყალობასაც ჩვენდამი. არ მოკლათ პრეზიდენტი! აჩვენეთ ღმერთს, რომ ჩვენ შევიცვალეთ!“, - აღნიშნავს დეკანოზი. 

ინფორმაციისთვის, სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა.

ამჟამად მიხეილ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების რეანიმაციაშია მოთავსებული.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია“ - ადვოკატები

 „პრეზიდენტი ცდილობს დამოუკიდებლობა ითამაშოს“ - გია ხუხაშვილი

 სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში - ექიმების დასკვნა

„არ მჯერა, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი მოთამაშეა“ - ზურაბ ჯაფარიძე

 „ლომჯარიასთვის მიხეილ სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას“ - ირაკლი კობახიძე

 „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სარეანიმაციო არ არის“ - ექსპერტთა გადაწყვეტილება

 „ჩვენ ახლა ვუპირისპირდებით ადამიანის გამძლეობას, რომელიც ფეხზე დგას, მაგრამ არის ძალიან ცუდად“ - ეკა ხერხეულიძე

 „არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პატიმარს საკუთარი თავის დაცვის უფლებას არ აძლევენ“ - თაკო ჩარკვიანი