მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინის ბუსტერ დოზა „ომიკრონისგან“ დაგიცავთ“ - „ფაიზერის“ წარმომადგენლები

ფაიზერის ვაქცინა აშშ-ში
1639036790
COVID-19

„ფაიზერის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადამიანებს კორონავირუსის ახალი შტამისგან, „ომიკრონისგან“ ვაქცინის ბუსტერ დოზა მნიშვნელოვნად დაიცავს, - ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. 

სპეციალისტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორი დოზა შეიძლება არ იყოს საკმარისად ძლიერი ინფექციის თავიდან ასაცილებლად, ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ბუსტერმა 25-ჯერ გაიზარდა ადამიანების ანტისხეულების რაოდენობა, რომლებსაც „ომიკრონთან“ ბრძოლა შეუძლიათ. 

„რა თქმა უნდა, ეს იმედისმომცემი სიახლეა, მაგრამ რაც ჩვენ ახლა უფრო მკაფიოდ უნდა დავინახოთ, არის ის, რომ ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს, სამუშაოს შეასრულებს. ასე რომ, თუ „ფაიზერს“ შეუძლია ამის გაკეთება, ასევე შეუძლია „მოდერნაც“ და „ასტრაზენეკაც“. ჩვენ გვჭირდება ბუსტერ დოზები“, - განაცხადა ექსეტერის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის უფროსმა კლინიკურმა ლექტორმა ბჰარატ პანხანიამ.

ვაქცინის მწარმოებელი კომპანიების განცხადებით, ის ადამიანები, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ ბუსტერ დოზები, ვაქცინის ორმა დოზამ მძიმე ავადმყოფობისგან და სიკვდილისგან მაინც უნდა დაიცვას. 

შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების ჯანდაცვის ორგანოებმა მოსახლეობას მოუწოდეს, რომ მესამე დოზა რაც შეიძლება მალე გაიკეთონ. 

„ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

⚫ „ომიკრონი“ შესაძლოა, კორონავირუსის ბოლო ვარიანტი არ იყოს“ - აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი

⚫ „ომიკრონის“ ვარიანტი ნაკლებად საშიში შეიძლება იყოს, ვიდრე დელტა ვარიანტი“ - აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური პირები

⚫ როგორ შეუძლიათ მეცნიერებს განაახლონ ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ? - მიკრობიოლოგის განმარტება

⚫ „ომიკრონი კორონავირუსის უფრო მძიმე შემთხვევებს არ იწვევს“ - ენტონი ფაუჩი

⚫ „ომიკრონს“ „დელტასგან“ განსხვავებული სიმპტომები აქვს

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

 აცრა სავალდებულო უნდა იყოს მათთვისაც, ვინც კორონავირუსი გადაიტანა - ზაზა წერეთელი

 რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება დელტა შტამისგან?

 „ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცულნი არიან“ - ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი

 „კორონავირუსის ახალი ვარიანტი შეიძლება დომინანტი გახდეს“ - სუმია სვიმინათანი

⚫ „მუდმივად ვიმყოფებით გართულებული ეპიდსიტუაციის ფონზე, გარდაცვლილების რიცხვი ძალიან მაღალია“ - მაია ბუწაშვილი