მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა მოუწოდებს გაეროს, ჩამოართვან რუსეთს მუდმივი წევრის სტატუსი და გარიცხონ გაეროდან - დმიტრო კულება

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი არალეგიტიმურად მიიღო.

გაეროში გამოსვლისას კულებამ თქვა, რომ 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის დელეგაციამ, ფაქტობრივად, უბრალოდ ამ ადგილის ოკუპაცია მოახდინა და საერთაშორისო საზოგადოებამ ამაზე თვალი დახუჭა.

„უკრაინა მოუწოდებს გაეროს წევრ ქვეყნებს, განაახლონ გაეროს წესდების გამოყენება გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, ჩამოართვან რუსეთს ეს სტატუსი და გარიცხონ ის გაეროდან“, - განაცხადა კულებამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გაეროს წევრების თანაბარი უფლებების პრინციპის ხელმძღვანელობით, რუსეთმა ორგანიზაციაში წევრობის მოპოვების იგივე საერთაშორისო სამართლებრივი გზა უნდა გაიაროს, რაც გათვალისწინებულია წევრობის მსურველ ყველა ქვეყანაზე.

„დღეს ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა რუსეთისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის ჩამორთმევისთვის. ეს ბრძოლა ადვილი არ იქნება“, - განაცხადა კულებამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 დარწმუნებული ვარ, თავისუფალი ქვეყნების ზეწოლა რუსეთს ადრე თუ გვიან აიძულებს უკრაინის ტერიტორიების დატოვებას - ჩეხეთის პრეზიდენტი

👉 „აღნიშნული წესი აღიარებულია მსოფლიოში და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ეს განლაგება მიუღებელი აღმოჩნდა“ - საგარეო სალომე ზურაბიშვილზე

👉 რუსეთის ქმედებების გამო რამდენიმე გემი თურქეთის წყლებში შემოწმებას თვეზე მეტია ელოდება - უკრაინა

👉 ვლადიმერ პუტინმა სამხედრო სამრეწველო კომისიაში მის პირველ მოადგილედ დიმიტრი მედვედევი დანიშნა

👉 ანი წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა