მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველაფერმა აზრი დაკარგა და ვფიქრობ, შიმშილობა უნდა შეწყდეს“ - გიული ალასანია სააკაშვილზე

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია მიიჩნევს, რომ ყველაფერმა აზრი უკვე დაკარგა და სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს.

გიული ალასანია ამბობს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა ხელისუფლებისთვის ყოველ ნაბიჯზე დამახასიათებელია, მაგრამ ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო მისი შვილის მაგალითზე გახდა.

„რამდენიმე დღის წინ ვნახე, ეს იყო არჩევნებამდე. რაც შეეხება არჩევნებს, ეს იყო ჩვეულებრივი ომი. მიმაჩნია, რომ ჩემი შვილი იქ საერთოდ არ უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა და ვფიქრობ, რომ ეს შიმშილობა უნდა შეწყდეს. ერთია მე რას ვფიქრობ და მთავარია, ის რას ფიქრობს და რას აპირებს. ჯერჯერობით არაფერი სანუგეშო იქიდან არ მომისმენია.

ჩემთვის, როგორც დედისთვის, პირველი მიზანი, ამოცანა არის, რომ საპატიმროდან რაღაცნაირად გამოვიყვანოთ. მაქვს იმედი, რომ სხვადასხვა ხერხით შეიძლება ეს მოხდეს. ადამიანის უფლებების დარღვევა ხელისუფლებისთვის ყოველ ნაბიჯზე დამახასიათებელია, მაგრამ ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ჩემი შვილის მაგალითზე. არამარტო ჩვენ, არამედ მთელმა მსოფლიომ დაინახა, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა გიული ალასანიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამავე თემაზე:

🔴 „სააკაშვილმა მშვენივრად იცოდა, რომ დააკავებდნენ, მაგრამ არჩევნებისთვის მომხრეების მობილიზება სურდა“ - უკრაინელი ექსპერტი

🔴 „დასავლეთს დღეს სააკაშვილისთვის არ სცალია“ - ვადიმ კარასევი

🔴 სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი: დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოთ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში, ან უფრო შესაბამისი იქნებოდა, რომ გაათავისუფლოთ ის უკანონო პატიმრობიდან

🔴 „დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს“ - მიხეილ სააკაშვილი