მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ“ - ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - Pia.ge

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, შიმშილობის ერთთვიანი პერიოდის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ყველანაირი სცენარი მოსალოდნელია.

„მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის იღებს სითხეს და მედიკამენტებს, თუმცა არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და იგივე პოზიცია აქვს, რაც დაკავების პირველ დღეს.

მისი პოზიცია არ შეცვლილა, რასაც ლაპარაკობდა დასაწყისში, იმას ამბობს ახლა. შიმშილობის 30-დღიანი პერიოდის შემდეგ, რასაკვირველია ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამავე თემაზე:

🔴 „დიდი სირცხვილია იმის ლოდინი, თუ როდის გახდება სააკაშვილი ძალიან ცუდად“ - ლიზა იასკო

🔴 „სააკაშვილმა მშვენივრად იცოდა, რომ დააკავებდნენ, მაგრამ არჩევნებისთვის მომხრეების მობილიზება სურდა“ - უკრაინელი ექსპერტი

🔴 „დასავლეთს დღეს სააკაშვილისთვის არ სცალია“ - ვადიმ კარასევი

🔴 „ყველაფერმა აზრი დაკარგა და ვფიქრობ, შიმშილობა უნდა შეწყდეს“ - გიული ალასანია სააკაშვილზე